გიორგი კვირიკაშვილი: „სილიკონ ველი“ დიდ დახმარებას გაუწევს პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესიდეები
16-09-2016, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

 

 

ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა „სილიკონ ველი თბილისის“ დაარსების მნიშვნელობას.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი დიდ დახმარებას გაუწევს პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესიდეები.

 

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვხსნით სრულიად ახალ, პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს - „სილიკონ ველი თბილისი“. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ძალიან მოხარული ვართ, რომ პირველი კერძო ინვესტიცია არის მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები, რომლებიც დაწყებული იყო შარშან - პირველი ტექნოპარკის გახსნა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების განვითარება, ასე აიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ ძალიან გვახარებს კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს აქვს და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის. ეს არის სკოლა, მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, IT საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგცენტრები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრში დაინერგება დუალური სწავლების მოდელი, რაც გულისხმობს სწავლის პარალელურად, სტუდენტების სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას.

 

 

„ძალიან კარგია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე იმუშავებს დუალური განათლების პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლას და მუშაობას და პირდაპირ მიმართულია დასაქმებისკენ და პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ მინისტრმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, თბილისში მშენებარე სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, უდიდესი მასშტაბის იქნება.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო უპრეცედენტო, საუკუნის პროექტის - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ეს გახლავთ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუთთან ერთად, ერთ დიდ, ძალიან მნიშვნელოვან კომპლექსს ქმნის და აშენების შემდეგ გადმოეცემა სახელმწიფოს. ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით და იქნება თვისობრივი ცვლილების შემტანი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს და მათ წარმატებები უსურვა.

 

 

„სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი თარიღია ყველა ბავშვის ცხოვრებაში. მე ძალიან კარგად მახსოვს შერეული ემოციები, ერთი მხრივ მეგობრების ნახვის სიხარული, მეორე მხრივ ცოტა სიზარმაცეც სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ერთად ეს არის ბავშვების ძალიან თბილი, დადებითი ემოციები. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები“,-აღნიშნა მან.

 

 

სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესიდეების სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. „სილიკონ ველი თბილისის“ პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი