აშშ დოლარის ოფიციალური კურსი ლართან მიმართებაში 2.2619 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში ერთ დღეში 0.0648 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ახლახან გამოაცხადა.
ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ლართან მიმართებაში 25 თებერვლისთვის დაწესებული ოფიციალური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად შესაბამისობაში არ მოდის სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ კურსთან, სადაც 1 აშშ დოლარის გაყიდვის ფასი 2.40 ლარამდეა გაზრდილი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით , ბოლო 24 საათის განმავლობაში ლარი ევროს მიმართაც დაეცა, 0.0741 პუნქტით.
ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 ევროს შეძენა 25 თებერვლიდან 2.5573 ლარად იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.