[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გუდაურში ქართველი და უცხოელი სამხედროები სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს გადიან
24-02-2015, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                                                       

 

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს. ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურე გადის.

 


სამთო მომზადების მიმდინარეობას დღეს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პირადად გაეცნო.

 


გენერალ-მაიორი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და სამთო კურსის წარმატებით დამთავრება უსურვა.

 


საბაზისო ზამთრის კურსის პირველ ეტაპზე საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს შეასწავლიან.

 


უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნობიან. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა მოუწევთ. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ.

 


სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი