პატრიარქი ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს სთავაზობს
31-01-2014, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთის პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს სთავაზობს. ამ თემაზე პატრიარქის სპეციალური წერილი "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხეს.



"გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში. კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტიურად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის. მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი", - აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

სასტუმრო "ქორთიარ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციას "SOS - საქართველოს მთა" სასულიერო პირებიც ესწრებიან.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/268372-mthis-problemebis-gadasatcrelad-patriarqi-khelisuflebas-sakuthar-tsinadadebebs-sthavazobs.html 

კომენტარები: 1
#1   დალი
      
მე ძალიან მიყვარს ცვენი პატრიარქი იმ ზრუნვის და მცდელობის გამო,რომ ქვეყანა გაჭირვებიდან გამოიყვანოს.ამის მეოთხედს მაინც რომ ფიქრობდეს დღევანდელი მთავრობა ქვეყანაზე,რა გვიჭირდა.მე ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას.მთის გადარჩენა ქვეყნის გადარჩენაა,რადგან თუ არ მივხედავთ,ტერიტორიებს ისევ დავკარგავთ.
6 თებერვალი 2014 19:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი