სოსო ფხაკაძე ლარის დევალვაციის გამო საწვავის ფასების გაზრდას არ გამორიცხავს
25-02-2015, 02:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარის დევალვაცია საბოლოო ჯამში საწვავის ფასებზე, ბუნებრივია, აისახება, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

 


მისი თქმით, ბუნებრივია, ლარის კურსის დაცემა ყველასთვის ერთნაირი სატკივარია როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის.

 

 

"დღეს გვექნება ძალიან ღია საუბარი ხელისუფლებასთან. მე ვფიქრობ, რაღაც ერთობლივი ძალისხმევით ამ სიტუაციაში რაღაც გამოსავალს მოვძებნით. სხვა გზას მე ვერ ვხედავ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 

რაც შეეხება კითხვას, აისახება თუ არა საწვავის ფასზე გაუფასურებული ლარი, მან აღნიშნა, რომ დევალვაციის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია ეს ფასებზეც აისახება. 

 


"დარწმუნებული ვარ, რაღაც გამოსავალს ერთობლივად ვიპოვით. ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ ინვესტიციები ერთ-ერთი გამოსავალია, ოღონდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ჩვენ გვაქვს რაღაც პროექტები და ვაპირებთ ამ თვეებში რაღაც ინვესტიციების განხორციელებას და ამასაც გავაჟღერებთ აუცილებლად", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი