რუსეთში მაღალი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად არაყი დასახელდა
31-01-2014, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთში ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ისაა, რომ იქ ადამიანები ძალიან დიდი ოდენობით მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით კი არაყს.


აღნიშნული კვლევის მიხედვით რუსეთში მამაკაცების 25% მანამდე კვდება, სანამ ისინი 55 წელს მიაღწევენ და სიკვდილიანობის ყველაზე მთავარი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა. დიდ ბრიტანეთში ანალოგიური მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს.

 

სიკვდილიანობის მიზეზად ძირითადად ღვიძლის დაავადება და ალკოჰოლური სასმელით მოწამვლა სახელდება. ბევრი ასევე სიმთვრალისას მომხდარი ინციდენტების შედეგად იღუპება.

 

ეს კვლევა ყველაზე შრომატევადი და მოცულობითია, რაც კი ამ მხრივ ჩატარებულა რუსეთში. მასში ჩართული იყვნენ, მოსკოვის კიბოს ცენტრი, ოქფორდის უნივერსიტეტი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კიბოს კვლევების განხრით მოქმედი სააგენტო (საფრანგეთი). რუსულ-ბრიტანულ-ფრანგული ჯგუფი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის ქალაქებში მცხოვრებ 151 ათასზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აკვირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ დაკვირვებისას მათგან 8 000 გარდაიცვალა.

 

1985 წელს საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მოსულმა მიხეილ გორბაჩოვმა მკაცრი ზომები გაატარა ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით და სავაჭრო ობიექტებს სასმელის გაყიდვის უმკაცრესი რეგულაციები დაუწესა. ამავე დროს, აიკრძალა სპირტიანი სასმელების შუადღის საათებამდე გაყიდვა.

 

მკვლევარები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა რუსეთში საგრძნობლად დაეცა და დაახლოებით ¼-ით შემცირდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეს შეზღუდვებიც მოიხსნა და ელცინის პრეზიდენტობისას ხალხმა ისევ თავისუფლად დაიწყო სასმელის თავისი ნება-სურვილისამებრ მოხმარება.

 

რუსეთის კიბოს კვლევის ცენტრის პროფესორი დავით ზარიძე ამბობს: "რუსები უკიდურეს თრობამდე სვამენ, ესაა მთავარი პრობლემა. რუსები ყოველთვის ბევრს სვამდნენ. ისინი ხშირად ამბობენ, რომ ამას ცივი კლიმატის გამო აკეთებენ, მაგრამ ეს მხოლოდ თავის გამამართლებელი მიდგომაა. უკონტროლო სმა ერის ცხოვრების წესია, რომელიც შეცვლას საჭიროებს".

 

 

 

 

 

 

http://www.bbc.co.uk/news/health-25961063 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი