დავით სერგეენკო: გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას PSP-ს მიმართ, რომელმაც ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა
25-02-2015, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებში არის მომატებული. ამის შესახებ სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, და დასძინა, რომ უწყება მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და სამწუხაროდ, ეს ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილური არ არის.

 

 

"გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დანარჩენ რამდენიმე ათას მედიკამენტს, ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, ზოგი ძვირდება და ზოგი იაფდება. ფასების ზრდის ტენდენცია გამოხატულია 500-მდე დასახელების მედიკამენტზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

მინისტრმა კომპანია PSP-ს მიერ ფასების შენარჩუნებისადმი გამოხატული კეთილი ნებისადმიც ისაუბრა და თქვა, რომ "ეს პირველ დარტყმას შეამსუბუქებს".

 


"ჩვენ გვქონდა და გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის დამუშავება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პირველი შედეგი ათ დღეში იქნება. თუმცა, გუშინ მე მივესალმე და კიდევ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მიმართ, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და გუშინ პირველ ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა. როგორც გვპირდება ეს გაგრძელდება და პირველ დარტყმას შეამსუბუქებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას პროცესში, მინისტრის განმარტებით, ამისთვის ორი ძირითადი ბერკეტი არსებობს. მისივე თქმით, პირველია დოტაცია, რომელიც კრიზისული მართვის ინსტრტუმენტია და შორსმიმავალი შედეგები არ აქვს. მეორე ინსტრუმენტი კი პირველადი სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე მოგების ზღვარის დაწესებაა.

 

 

"უახლოესი დღეები დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად ვაჯამებთ მონაცემებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი