[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
სერგეენკო იმედოვნებს, რომ თბილისში სასწრაფოს დაგვიანებები ეპიზოდურია და არა სისტემური
25-02-2015, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს, თუმცა მას იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და არა სისტემური ხასიათის.

 

 

როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაგვიანებები არის იმ ფორმატის, რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მინისტრს იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და სისტემური არ არის. დავით სერგეენკომ რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რაიონებში ასევე იყო დაგვიანების პრობლემა. მისივე თქმით, იქ პირველი რიგის მოსაგვარებელი საკითხი ტექნიკური იყო, რადგან მანქანების 80%-ზე მეტი არ მუშაობდა. ტრანსპორტის ჩანაცვლების შედეგად კი, მინისტრის ინფორმაციით, რაიონებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. თუმცა, როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, თბილისის სასწრაფოს შემთხვევაში არის საორგანიზაციო მენეჯმენტის პრობლემა და არა ავტოპარკის გაუმართაობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

"ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვცდილობდით ეს შეგვესწავლა. ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით ინტენსიური იყო, რადგან გამოიკვეთა დაგვიანებების ზრდის ტენდენცია. ჩვენ შევაფასეთ, სად არის სუსტი წერტილი. ხვალ უნდა მქონოდა შეხვედრა როგორც "112"-ის, ისე მერიის ხელმძღვანელობასთან, თუმცა ბოლო ნიუანსები გვაქვს დასაზუსტებელი და ალბათ მომავალი კვირის დასაწყისში შევხდებით და ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზა. იქ არის საორგანიზაციო და არ ტექნიკური პრობლემა. მჯერა, რომ ამის მოგვარებას შევძლებთ, რადგან უკვე ვნახეთ სად არის გამოკვეთილი კრიტიკული წერტილები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი