საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ის ფარგლებში იქნება, ეს კი ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლის აუცილებლობას განაპირობებს.
"თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით დაგეგმილი გვაქვს ძალიან სერიოზული ქმედებები, აქტივობა მთავრობის მხრიდან და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქამრების შემოჭერაც დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის 2%-მდე ჩამოსვლასთან. შესაბამისად, ბიუჯეტი იქნება ახლიდან დაბალანსებული. მისივე თქმით, ეს დაბალანსება მხოლოდ და მხოლოდ აისახება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, არ დაეტყობა ეკონომიკას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული დახარჯული ლარი ეკონომიკაში იძლეოდეს ეკონომიკურ ეფექტს. ამ სიტუაციაში პრემიების გაცემა იქნება არაადეკვატური. მინდა, რომ მაინც ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, რადგან მთავრობის ხარჯების შემცირება ეკონომიკაზე ყოველ შემთხვევაში დადებითად აისახება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესს, ეკონომიკას, ადამიანებს დავუტოვოთ მეტი ჟანგბადი და ნაკლებად დავაწვეთ ტვირთად ამ სიტუაციაში ეკონომიკას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.