ლარი დოლართან მიმართებაში დღეს მხოლოდ მცირედით გაუფასურდა
25-02-2015, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის დოლართან მიმართებაში ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

 


26 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარი 2.2635 ლარი ეღირება. გუშინდელი დადგენილი კურსი კი 2.2619 -ს შეადგენდა. რაც შეეხება ევროს, ის 0.0102 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ფასი ხვალიდან 2. 5675 ლარი იქნება.

 


აღსანიშნავია, რომ გუშინ და დღეს დილით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.2619 იყო, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.4 ლარსაც კი სცდებოდა.

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, მთავრობის წევრებისა და მსხვილი ბიზნესმენების მიერ დღეს გაკეთებულმა ოპტიმისტურმა განცხადებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის დასტაბილურება ახლო მომავალში დაიწყებოდა, პირველი დადებითი შედეგი უკვე გამოიღო, თუმცა ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გასტანს ეს ტენდენცია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი