იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბიმ ჰავანაში კუბის ყოფილ ლიდერთან, ფიდელ კასტროსთან ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე უჩვეულო მოლაპარაკებები გამართა
23-09-2016, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხუთშაბათს კუბის ყოფილ ლიდერთან, ფიდელ კასტროსთან გამართული უჩვეულო მოლაპარაკებებისას იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბიმ, რომელიც პირველი იაპონელი ლიდერია, ვინც კომუნისტურ კუბას ეწვია, მოწოდება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა მძლავრი და ერთიანი საერთაშორისო პასუხი ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამისადმი. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

 

 

კუბა, ჩინეთთან ერთად ერთ–ერთია იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალთა შორის, რომელიც ჩრდილო კორეის დიპლომატიური მოკავშირეა.

 

 

ჩრდილო კორეა მიმდინარე წელს ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდას უპრეცედენტო სიხშირით ატარებს და ამტკიცებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა დაამონტაჟოს ასაფეთქებელი ჭურვები ბალისტიკურ რაკეტებზე – პერსპექტივა, რაც მეზობელ სამხრეთ კორეასა და იაპონიას აშფოთებს.

 

 

შინზო აბის ფიდელ კასტროსთან, კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს წინამორბედთან და უფროს ძმასთან 70–წუთიანი შეხვედრის შემდეგ, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იასუჰისა კავამურამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხის მძლავრად და ერთიანად გაცემის საჭიროებაზე".

 

 

ფიდელ კასტრო 2003 წელს ჰიროსიმას სტუმრობდა, სადაც პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდეს და სამახსოვრო წიგნში დაწერა, რომ "ამგვარი ბარბარასობა ალბათ აღარასოდეს მოხდება ისევ". მან აბის განუცხადა, რომ ფხენიანის ბირთვული პროგრამა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, დიალოგის მეშვეობით.

 

 

აბის ვიზიტი კარიბის კუნძულზე ერთ–ერთი შემობრუნებაა დასავლური ლიდერების მხრიდან მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან ორი წლის წინათ ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყო. მარტში კუბას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა სტუმრობდა. მიუხედავად ამისა, დასავლელი ლიდერების მხრიდან ფიდელ კასტროსთან შეხვედრა უჩვეულო რამაა, რადგან ფიდელი ჩვეულებისამებრ მხოლოდ ახლო მოკავშირეებს ხვდება.

 


კუბის სახელმწიფო მედიის ცნობით, იაპონიის პრემიერ მინიტრი მოგვიანებით, საღამოს რაულ კასტროს შეხვდა იაპონიასა და კუბას შორის ორმხრივი, განსაკუთრებით კი სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხების განსახილველად.

 

 

იაპონიას კუბასთან სავაჭრო ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ზღვის პროდუქტების, თამბაქოს და ყავის იმპორტს და მანქანების ექსპორტს ახორციელებს.

 

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა კუბის იაპონიისადმი ვალის რეორგანიზაციის დოკუმენტზე მიმიდნარე კვირას ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დაეხმარება ახლად ხელმოწერილი პროექტების განვითარებას.

 


კუბის სხვა ხანგრძლივმა სავაჭრო პარტნიორებმა უკვე მას აპატიეს ვალები იმის სანაცვლოდ, რომ კუნძულზე ახალი ინვესტიციების განხორციელების საშუალება მიეცეთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი