სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯა
23-09-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ერმილე აკოფაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და საბრძოლო მასალის - ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. აღნიშნულ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 იანვარს, 16:55 საათზე, ერმილე აკოფაშვილი მივიდა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ზაზა ილურიძის მაღაზიასთან და ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოკვლის განზრახვით საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი „რგდ 5“-ის ტიპის ხელყუმბარა მაღაზიაში შეაგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 


სამართალდამცველებმა ერმილე აკოფაშვილი იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საბრძოლო მასალის-ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება) წარედგინა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერმილე აკოფაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი