ბიძინა ივანიშვილი რომან გოცირიძეზე: ერთი-ორჯერ შემოძვრა და რომ დაინახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა
24-09-2016, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რომან გოცირიძე ბიზნესთან ვერ ბედავს და პროფესიონალებთან ვერაფერს, ცდილობს რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს", - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ გააკეთა, სადაც ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით, ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები” მიმდინარეობს.

 

 

ივანიშვილის თქმით, ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს და ამ ფორუმზე დასწრებას თავს არიდებს.

 

 

”პერსონალურად დაპატიჟეს დღესაც გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებენ და რეალურად წევრად წარმოგვიდგა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“. ამაში ცუდი არაფერია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

რაც შეეხება იმას, რომ რომან გოცირიძემ დღეს თავად დაპატიჟა ყოფილი პრემიერ მინისტრი კონომიკურ ფორუმზე, ბიძინა ივანიშვილის თქმით, რომან გოცირიძემ ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა.

 

 

”ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით - არა. ბიზნესთან ამას ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ცდილობს ხომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული. დღევანდელი ტრიუკი თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მხოლოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხის ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების. ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი