სიღნაღის გამგებელი ჟურნალისტსა და ყოფილ რწმუნებულს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე: "პატარა ინციდენტი მოხდა, ჩხუბი და ხელჩართული ომი არ ყოფილა"
24-09-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლი, დავით ჯანიკაშვილი წნორში ჟურნალისტსა და ყოფილ რწმუნებულს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, თამაზ მათეშვილსა და გელა მთივლიშვილს შორის "პატარა ინციდენტი" მოხდა, "ჩხუბი და ხელჩართული ომი" არ ყოფილა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ჯანიკაშვილმა განუცხადა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, თამაზ მათეშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და პოსტი ოფიციალურად დატოვა.

 


კითხვაზე, რა გახდა ჟურნალისტსა და საჯარო მოხელეს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯანიკაშვილი პასუხობს, რომ დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ჟურნალისტი გვიან საღამოს წნორში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს იღებდა.

 

 

"ქალაქ წნორში წყალკომპანია იყო შემოსული და კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებდა და შესაბამისად, სადაც გზა დაზიანდა, სწორედ იმის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოები გუშინ გვიან საღამოს სრულდებოდა და როგორც ჩანს, ჟურნალისტი ამას იღებდა. იქ იყო რა თქმა უნდა, ჩემი რწუმებულიც, შემდეგ ერთამენეთს რა უთხრეს მე არ ვიცი, თუმცა, პატარა ინციდენტი კი მოხდა. ჩხუბი და ხელჩართული ომი არ ყოფილა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული და დატოვა დაკავებული პოსტი", - განუცხადა Guardian.ge-ს დავით ჯანიკაშვილმა.

 


ინციდენტში მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა საზოგადოებასა და ჟურნალისტს მომხდარის გამო, ბოდიში უკვე მოუხადა.

 


„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინციდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას“, - განაცხადა თამაზ მათეშვილმა.

 

 

თავად ჟურნალისტის, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის განცხადებით კი გამგებლის წარმომადგენელმა მას წნორში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

როგორც ჟურნალისტი საუბრობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა უამინდობისას, ღამის საათებში ცენტრალური ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს იღებდა, რამაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი თამაზ მათეშვილი გააღიზიანა.

 

 

მისივე თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარებული ტემპი წნორში პრემიერ მინისტრის დღევანდელ ვიზიტს უკავშირდება.

 

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით აღიძრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი