ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სამდღიანი ვიზიტის შედეგებს აჯამებს
24-09-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სამდღიანი ვიზიტის შედეგებს აჯამებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, დამკვირვებლები საუბრობენ გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოზე და ამასთანავე, ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ მოუწოდებენ.

 

 

განცხადების თანახმად, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანლ-ვალტერ შტაინმაიერმა ესპანელი დეპუტატი იგნასიო სანჩეს ამორი დანიშნა სპეციალურ კოორდინატორად, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთო-ს მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას. ხოლო იტალიელი დეპუტატი გულიელმო პიკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც ეუთო-ს 17 ქვეყნიდან 40 დამკვირვებლისგან შედგება.

 

 

„მოხარული ვარ, რომ ქართული პოლიტიკა როგორც ყოველთვის, აქტიურია, მთელი რიგი პარტიით, რომელიც საჯაროდ განიხილავს საკუთარ პლატფორმებს და ამომრჩევლის ხმისთვის ეჯიბრება ერთმანეთს. თითქმის ყველა, ვისაც შევხვდით, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უფრო თავისუფალი და ღიაა, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება. არჩევნების შეფასებაში გათვალისწინებული იქნება მოვლენების ყველანაირი განვითარება“, - აცხადებს სანჩეს ამორი.

 

 

განცხადების თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს პარტიებს შორის აქტიურ კონკურენციას, საუბარია როგორც იმ პარტიებზე, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას დიდიხანია ეწევიან, ისე ახალ ძალებზე საქართველოს პოლიტიკურ არენაზე.

 


„მაშინ როცა შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საარჩევნო გარემოს პოლარიზება, აღნიშნული იყო ისიც, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს“, - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

 

 

ამავე განცხადებით თანახმად, წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ მოიწონა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობისადმი არსებული ზოგადი ნდობა. მისია ხაზს უსვამს, რომ დამკვირვებლები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან საოლქო და სამხარეო სააარჩევნო კომისიების მუშაობას, განსაკუთრებით არჩევნების დღეს.

 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინსაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურენტი ძალების მხრიდან მკაცრმა რიტორიკამ არჩევნების გამართვის თაობაზე შესაძლოა სისტემისადმი საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხაროს.

 


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ჯგუფების აქტიური მუშაობა საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან კონტრიბუციას წარმოადგენს.

 

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიტიზის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ცესკო-ს წევრებს, ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (OSCE/ODIHR), ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი