გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროში ადგილობრივებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
24-09-2016, 06:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ჩვენი აგური დავდოთ საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც დედოფლისწყაროელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარუდგინა.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არცერთი ადამიანის ხმა არ არის დასაკარგი.
"დღეს არის აბსოლუტურად წყნარი საარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. თითქმის ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, რომელში მონაწილეობაც უმნიშვნელოვანესია. საარჩევნო უბანზე ჩვენი არ მისვლით, არავის ვაჩუქოთ ჩვენი ხმა. დღეს გამორიცხულია არჩევნების გაყალბება, მაგრამ ყველა არ მისული ადამიანი, არის დაკარგული ხმა. ამიტომ, ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდოთ, არის ის, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ და ყველა ხმა მიიღოს იმ ადამიანმა და იმ პარტიამ, რომელსაც ამომრჩეველი უჭერს მხარს“, - ღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება პატრიოტი, საქმიანი ადამიანები, სწორედ ისეთები, როგორიც ირაკლი შიოლაშვილია.

 


„ირაკლის ყველა თქვენგანი იცნობს. ალბათ უხერხულიც კი იქნება მე რომ ვილაპარაკო თქვენთან მის შესახებ. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი, არც ერთი დღე არ მოუსვენებია აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი, ყველა თქვენგანის ხმის მიმტანი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი