გიორგი შარვაშიძე: ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი სტუდენტური ჯგუფისთვის
24-09-2016, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი გიორგი შარვაშიძე მზად არის, ნებისმიერ სტუდენტურ ჯგუფს შეხვდეს. როგორც შარვაშიძე აცხადებს, "აუდიტორია 115"-ის წევრების მოთხოვნებს შორის ბევრი, მის მიერ წარდგენილ კონცეფციას ემთხვევა.

 

 

”ძალიან სიმპათიური მოთხოვნები აქვთ. ბევრი ემთხვევა იმ კონცეფციას, რომელიც წარვუდგინე. ვაპირებ სამუშაო რეჟიმში შევხვდე ახალგაზრდებს. დავიწყოთ მუშაობა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი სტუდენტური ჯგუფისთვის. ეს იქნება „აუდიტორია 115“, თვითმმართველობა, არარეგისტრირებული სტუდენტთა ჯგუფი თუ ინდივიდუალური სტუდენტი”, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

 

„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა მომავალი კვირიდან აქციები დააანონსეს და მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტონომიაა. შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტს ახლა აქვს დეკლარირებული ავტონომია.

 

 

”უნივერსიტეტის ავტონომია არის ფაქტი და ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავტონომია გახდეს რეალური. ჩვენ ახლა გვაქვს დეკლარირებული ავტონომია. ამას არ სჭირდება კანონში ცვლილებები, ამას სჭირდება განხორციელება იმ ბევრი რაღაცის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს”, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

 

გიორგი შარვაშიძე რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გუშინ აირჩია, მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი