გიორგი კვირიკაშვილი: როდესაც მეკითხებიან სადაური ხარო, არასოდეს ვამბობ, რომ წარმოშობით ქიზიყელი ვარ, ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ!
24-09-2016, 07:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია; სისწრაფე აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის რეგიონული უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა, რომელიც გააჩნია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 


პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ დღეს ადგილობრივ მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ირაკლი შიოლაშვილი წარუდგინა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული სიხარული გამოხატა წნორელებთან შეხვედრის გამო, სადაც, მისი თქმით, ბავშვობის წლები გაატარა. “როდესაც მეკითხებიან სადაური ხარო, არასოდეს ვამბობ, რომ წარმოშობით ქიზიყელი ვარ, ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ! ყოველთვის მიხარია, როცა აქ ჩამოვდივარ, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია აქ და ძალიან თბილი გრძნობა მეუფლება იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ემოციურია აქ ყოფნა და მინდა, განსაკუთრებულად მოგეფეროთ და გამოვთქვა ჩემი სიყვარული და პატივისცემა ყველა თქვენგანის მიმართ,” - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

 


მთავრობის მეთაური წნორის მოსახლეობას განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო განვითარების უზრუნველსაყოფად.

 

 

“ორი კვირა გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებს რომელმაც უნდა დაადასტუროს არის თუ არა ის გზა სწორი, რა გზითაც ჩვენ მივდივართ; არჩევნებს, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა განსაზღვროს საქართველოს მომავალი ოთხი წელი; არჩევნებს, რომელზეც ჩვენ მივდივართ პირნათელნი,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. “დღეს არის საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯებით შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, უპირველეს პრიორიტეტად გამოვაცხადოთ განათლება, კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი პედაგოგები…და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება ერთმანეთში და მეტი სიყვარულით, მეტი მომავლის რწმენით გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება,” - აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მომდევნო 4 წელიწადში უნდა დასრულდეს ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა.

 

 

“მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. სარფიდან არა მარტო წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით, არამედ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით გამავალი ჩქაროსნული მაგისტრალი. იმისათვის, რომ კახეთმა დაიბრუნოს ის სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა.ეს არის აუცილებელი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის განსავითარებლად და იმისათვის, რომ ქვეყანა მოძლიერდეს. აუცილებელი იქნება ტურისტული მიმართულებებით ევროპული სტანდარტის გზების გაყვანა, აუცილებელი იქნება ის, რაც ჩვენ დავიწყეთ - მცირე სასტუმროების ქსელების, საოჯახო სასტუმროების ქსელის განვითარების პროგრამა. ყველა ოჯახს უნდა შეეძლოს რამდენიმე ტურისტის მიღება მაინც ვისაც ამის სურვილი ექნება. ჩვენს ქვეყანაში დამწყებ ბიზნესმენს, ახალგაზრდას, რომელსაც გააჩნია იმის ნიჭი, რომ ახალი ბიზნესი წამოიწყოს, მშობლების ქონების დაგირავების გარეშე, უნდა ჰქონდეს საშუალება , რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს ,” - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი