რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე 53 კმ-სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება - პროექტის ფარგლებში 90 ხიდი და 40-მდე გვირაბი აშენდება
24-09-2016, 07:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სრულიად ახალი 53 კმ-სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება 90 ხიდი და 40-მდე გვირაბი.

 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამშენებლო მონაკვეთი ორ სექციად ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-არგვეთას მონაკვეთებად არის დაყოფილი.

 


ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის სიგრძე 11,2 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2017 წლის ნოემბერიდან – 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია. ამ დროისათვის, მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები.

 


ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროქტირება, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის თებერვლიდან – 2020 წლის დეკემბრამდე გასტანს. პროექტის სავარაუდო ღირებულება- 700 მლნ. აშშ დოლარია. ამ დროისათვის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

 


E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 50 კმ-ია. აღნიშნული მარშრუტის პროექტირების სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით - 2017 წლის ნოემბერში. პროექტის ღირებულება 80 მლნ. აშშ დოლარია და მისი დასრულება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი