გიორგი კვირიკაშვილი გურჯაანის მოსახლეობას: არც ერთი უსამართლოდ დაღვრილი ცრემლი აღარ იქნება საქართველოში
24-09-2016, 09:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და სიტყვით მიმართა.

 

 
“ორი კვირა გვაშორებს ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, ამ არჩევნებმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას - „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში მიღწეული ძალიან დიდი გარდატეხა იყო თუ არა მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში? არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ დღეს გვაქვს ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო? ერთმანეთს აღარ ვერჩით, არ არის დევნა არც ერთი ადამიანის, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს.

 

 

ხუთი წლის წინ, ზუსტად შემოდგომაზე, ამ დროს, ქართველი ხალხის თავდადებამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად განსხვავებული წინასაარჩევნო გარემო. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე და მინდა, როგორც თქვენმა მეგობარმა გთხოვოთ, ყველა თქვენგანს, არ ავყვეთ ნერვებს. ძალიან უნდათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ძალიან უნდათ, რომ დაემსგავსოს წინასაარჩევნო პროცესი იმას, რაც იყო საქართველოში არაერთხელ, მათ შორის 2012- ში, მაგრამ ვერ მიაღწევენ ამას. ქართველი ხალხი დღეს სულ სხვანაირად უყურებს პოლიტიკას, ქართველი ხალხის გემოვნება, მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ არის შეცვლილი. დღეს ადამიანებს არ მოსწონთ, თუ ვინ ვინ დაჩაგრა, ვინ ვის უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ხალხს სიმშვიდე სჭირდება, ხალხს სჭირდება ხვალინდელ დღეზე, შვილების, შვილიშვილების უკეთეს მომავალზე ფიქრი და ზრუნვა. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

 

პრემიერის თქმით, ”ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი ყურადღება მიექცა ჯანმრთელობის დაცვასა და სოფლის მეურნეობას.

 


„ყველაზე დიდი რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ქონდეთ საფიქრალი, ბინა გასაყიდი, დასაგირავებელი, როცა მათ ოპერაციის გაკეთება სჭირდებათ.

 

 

თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წამოიწყო სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი და ოჯახი არჩინო. უამრავი პროგრამა არსებობს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებისთის - გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, ”დანერგე მომავალი მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად” და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამაში დიდი რესურსი დაიხარჯა. ჩვენი ბიუჯეტის თითქმის მესამედი იხარჯება მოქალაქეების ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე.

 


ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ სითბო გვეჩვენებინა ჩვენი ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა 2012 წელს ახალი მთავრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაშია მიღწეული, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს ქვეყნის განვითარების პროცესი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა ოჯახში. სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი, ოთხ წელზე გათვლილი გეგმა, რომელის დასრულებისას მივიღებთ თვისობრივად განვითარებული ქვეყანას, ხარისხობრივად განსხვავებული განათლების სისტემით, განახლებული და განსხვავებული ევროპული ხარისხის ინფრასტურქტურით და მმართველობითი სისტემით, რომელიც იქნება ადამიანზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, თუ რა გვჭირდება ჩვენ რეგიონებში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება საზოგადოება მუდიმივად დაპირისპირების რეჟიმში იყოს.

 


„არ შეიძლება, საზოგადოება მუდმივად იყოს დაპირისპირების რეჟიმში. ჩვენ ვადევნებდეთ თვალ-ყურს, რომელმა პოლიტიკოსმა რომელი დაჩაგრა. ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. ნელ-ნელა მიდის ეს უკვე წარსულისკენ, მაგრამ ერთეული ინციდენტები ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მთლიანად გადაშლის თავისი ისტორიის ყველაზე უარყოფით გვერდს, რასაც ჰქვია სამოქალაქო დაპირისპირებები, კონფრონტაცია ადამიანებს შორის, გაერთიანდება ერთ მუშტად, შეკრებს ყველა იმ დადებით ენერგიას , რომელიც თითოეულ ჩვენგანში, აი, აქ მდგომ ადამიანებში არსებობს და მიმართავს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი პარლამენტი გვეყოლება ჩვენ 2016-დან 2020 წლამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც გურჯაანელების ინტერესს წარმოადგეს მომავალ პარლამენტში, იქნება სწორედ ასეთი კაცი - ეს არის დავით სონღულაშვილი. მივესალმოთ და აუცილებლად მხარი დავუჭიროთ მას, რათა ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, გახდეს რეალობა ქვეყანაში“,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომრემ.

 


მისივე თქმით, მთავრობას სჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან. მან ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სონღულაშვილზეც ისაუბრა.

 


„მე უკვე დავითს ვიცნობ 20 თუ არა, 17 წელი ნამდვილად. ის იყო ყოველთვის და დღესაც არის გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც განათლება მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, მათ შორის კერძო სექტორშიც. დარწმუნებული, ვარ თავის გამოცდილებას და, რაც მთავარია, უამრავ პოზიტიურ, დადებით თვისებას მოახმარს თითოეული თქვენგანის ინტერესების საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერმა საქართველსო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

 


„ჩვენ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, ჩვენ ზუსტი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს ამისათვის. ინფრატსრუქტურული განვითარების გეგმა უკვე მზად არის. კიდევ ხუთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება დამატებით, გარდა იმისა, რაც დღეს იხარჯება ბიუჯეტით ქვეყნის სივრცით განვითრებაზე, კეთილმოწყობაზე, სატრანზიტო გზების, ტურისტული გზების მშენებლობაზე, გურჯაანი, როგორც ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, სატრანზიტო ადგილი, დაიბრუნებს თავის ფუნქციას. ტრანზიტი არ იქნება მხოლოდ სარფიდან წითელი ხიდისკენ და სადახლოსკენ მიმავალი გზა, არამედ ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან კახეთის გავლით, აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზაც;

 

ეს იქნება აუცილებლად თბილისიდან ლარსის მიმართულებით თანამედროვე ავტობანის აშენება, ქუთაისის ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზები; ანაკლიის პორტის პირველი ფაზა, რომელიც გააორმაგებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს; ეს იქნება აუცილებლად მოდერნიზებული რკინიგზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გადაიყვანს მგზავრებს და ტვირთების გადაზიდვას მოახდენს; ეს იქნება მცირე საოჯახო სასტუმროების, თუ საშუალო სასტუმროების ქსელების განვითარება, რომელიც ქვეყანაში ტურიზმს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს; ეს იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, მეტი სიყვარული ადამიანებს შორის, გაერთიანება, ერთ მუშტად შეკრული ქვეყანა, გაერთიანებული, ძლიერი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმავალი, ადამიანის სიყვარულით აშენებული ქვეყანა. ამას გპირდებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეხვედრისას მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

 


„არც ერთი უსამართლოდ დაღვრილი ცრემლი აღარ იქნება საქართველოში. ჩვენ ისე მივაღწევთ ყველაფერს ამას, რომ ადამიანების ზურგზე არ გადავივლით, ღირსებას არ გავთელავთ, ქართველ კაცს შევუნარჩუნებთ იმ საუკეთესო თვისებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ისტორიულად - ერთმანეთის გატანა, მეტი სიყვარული, მეტი სითბო. ამის პირობას გაძლევთ. ყველაზე მეტად შემზარავი ის არის, როცა დაზაფრულ, ბავშვების დამწუხრებულ სახეებს ვუყურებთ. ამის გაგრძელების რესურსი ქვეყანას აღარ გააჩნია. დღეს უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი შვილები უნდა გავაცინოთ, უკეთესი ქვეყნის მომავლით ავავსოთ მათი გულები, მათი გონება. სწორედ ასე, ერთმანეთის გვერდით დგომით, დადებითი ენერგიების გაერთიანებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს სხვანაირად არ შეიძლება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი