ხვალ განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნება
24-09-2016, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის ღონისძიება 25 სექტემბერს, 16:30 საათზე ”ბიგ-ბენდის” კონცერტით დაიწყება, რომელიც აღმაშენებლის N59 - ში მოწყობილ ვერტიკალურ მწვანე კედელთან გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

 

სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა და იქ მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო სანახაობა დახვდებათ.

 

 

მათივე ინფორმაციით, 18:30 საათზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე N44-ში - ფოსტის შენობის ეზოში, თბილისის მერიის და არტარეას ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კონცერტი „თბილისური ეზო“ გაიმართება.

 

 

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდა. პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამეტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები.

 

 

რესტავრაცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები.

 


განსაკუთრებით დაზიანებულ შიდა ეზოებში ჩატარდა შუშაბანდების რესტავრაცია და განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. სახლებზე მოეწყო ახალი ცხაურები.

 


გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა: გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი დენის ქსელები. მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა.

 

 

დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილი გახდა საფეხმავლო. აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. საფეხმავლო ნაწილში დაიდგა სკამები და სასმელი წყლის ფანტანები. ამასთანავე, დამონტაჟდა 6 ლითონის ქანდაკება. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო 2 სკვერი, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით.

 


პროექტის ფარგლებში დასაქმდა 1 200 - მდე ადამიანი. პროექტი „ახალი ტფილისის“ 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

 


საფეხმავლო ქუჩა გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საინტერესო და მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომუკური მდგრადობის საწინდარია.

 

 

პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულია, ხოლო შიდა სამუშაოები, როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

მომდევნო წელს „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი