ანა დოლიძე: „რუსთავი 2“-მა აიცილა მყისიერი საფრთხე "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით
24-09-2016, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, განიხილოს “რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ”პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო რგოლის საკითხი.

 

 

"გასაგებია, რომ „რუსთავი 2“-მა აიცილა მყისიერი საფრთხე ამ პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით, თუმცა ამ სფეროში, კონკრეტული საარჩევნო რეკლამა რა ტიპის შინაარს შეიცავს საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ მას, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

"პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლი, ანტითურქული კამპანიის გამო, "რუსთავი 2"-ის ეთერიდან მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

 

"ბოლო ორი დღის განმავლობაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით, რამდენჯერმე (სულ 6-ჯერ) უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულების ფარგლებში, გადაიცა "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლი, რომელიც ატარებს ღიად ანტითურქულ ხასიათს, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და წარმოადგენს ქსენოფობიის პროპაგანდას.     აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას, რომლის კარდინალურ ხაზს ეთნიკური შუღლის გაღვივების და ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.    

 

 

სამწუხაროდ, შინაარსის ლეგალურ კონტროლზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე და არც მე, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, მქონდა შესაძლებლობა, თვალ-ყური მიმედევნებინა არხის ეთერისთვის ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყანაში არყოფნის გამო.    

 

 

სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომას და სრულად ვიღებთ პასუხისმგემბოლბას საკუთარ თავზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სახელით, ბოდიშს ვუხდი თურქეთის სახელმწიფოს, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ თურქებს და ყველა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ჩვენი ერთგული, პირველ რიგში, ჩვენი სარედაქციო ფასეულობების გამოა.     რაც შეეხება ზემოხსენებულ საარჩევნო რგოლს, იგი მოხსნილია ეთერიდან, რის შესახებაც ხვალ წერილობით ეცნობება მის განმთავსებელ სუბიექტს - "პატრიოტთა ალიანსს". კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს," - ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.    

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი