გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო კომპლექსი გაიხსნა
25-09-2016, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, გოჩა სვანიძესთან და გორის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად, გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო კომპლექსის გახსნა.

 


სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, გორის სარაგბო სტადიონი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და ჯამში სარაგბო კომპლექსის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში 5. 900.00 ლარი დაიხარჯა.

 


კომპლექსი აერთიანებს ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებს. სტადიონის ბუნებრივსაფარიანი მოედნის ტრიბუნა 2.500 მაყურებელს იტევს, ხელოვნურსაფარიანი კი 500 მაყურებელს.

 


სტადიონზე ფუნქციონირებს ტრენაჟორების დარბაზი, ასევე კეთილმოწყობილია გასახდელები, მსაჯთა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის განკუთვნილი ოთახები. კომპლექსში დამონტაჟებულია ღამის განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემა.

 


სტადიონის გახსნით საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის - „დიდი 10“-ის გათამაშების მე-4 ტურის შეხვედრა გაიმართა გორის „ჯიქსა“ და „ბათუმს“ შორის.

 


დღეისათვის, ახალი სარაგბო სტადიონები აშენებულია თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმში, მარტყოფსა და ასპინძაში, უახლოეს მომავალში სტადიონების მშენებლობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი