ალექსანდრე ჯეჯელავა: გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ყველაფერი დღესვე უნდათ, მაგრამ დღესვე არ შეგვიძლია
26-09-2016, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა - მეტი დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს, უკეთესი სწავლის ხარისხი, ავტონომიის გაძლიერება, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება, ყველაფერს ვიზიარებთ“,-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან, „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნების საკითხზე საუბრისას.

 

 

მისი თქმით, განათლების სამინისტრო სწორედ იმას გეგმავს, რასაც სტუდენტები მოითხოვენ.

 

 

„დადებითად ვაფასებ, დღეს ჩვენ ვნახეთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება როგორ ექცევა თავის ხალხს, დგას და უსმენს. ჩვენ ვაპირებთ, დავდგეთ და მოქალაქეებს, ვისაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, არ დავუშალოთ არაფერი. პირიქით, ყურადღებით მოვუსმინოთ.

 

 

ასევე, როგორც ბატონმა რექტორმა ბრძანა, ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა - მეტი დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს, უკეთესი სწავლის ხარისხი, ავტონომიის გაძლიერება, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება, ყველაფერს ვიზიარებთ. ეს ცოტათი ღია კარის მტვრევას ჰგავს, როცა სწორედ იმას ვგეგმავთ, რასაც ჩვენგან სტუდენტები მოითხოვენ.

 

 

ამავე დროს, ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ უფროსკურსელი სტუდენტი იღებს გადაწყვეტილებას, პირველი სასიამოვნო, სახალისო, საზეიმო დღე პირველკურსელს ასეთი ფორმით ჩაატარებინოს. ვფიქრობ, ეს ადამიანები სტუდენტების ფართო რაოდენობის ინტერესებს არ ითვალისწინებენ, არამედ თავისი კონკრეტული მოსაზრების წინა პლანზე წამოწევისთვის გამოიყენეს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ ცვლილებების პროცესი დაწყებულია და ბევრი სტუდენტი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს, რომ ცვლილებები დაინერგოს. მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ერთად შემუშავდება ცვლილებები.

 

 

„ეს პროცესი დასრულებადი არ არის. ყოველ წელს გარემო შეიცვლება, უნივერსიტეტი წინ მიდის, მისი რეიტინგი მაღლდება, სამეცნიერო კვლევაც უმჯობესდება, სოციალურად დაუცველების მდგომარეობა, საერთო საცხოვრებლების მდგომარეობაც უმჯობესდება. გასაგებია, რომ სტუდენტები ცხელსისხლიანი ხალხია და ეს ყველაფერი დღესვე უნდათ, - დღესვე არ შეგვიძლია“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ში საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას, საუნივერსიტეტო ავტონომიას, გარე რეფორმირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში თანხის გამოყოფას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე მოითხოვენ, რომ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება და თანხის გადაუხდელობის გამო არ ეხსნებათ ბაზა, აკადემიური რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი