ალექსანდრე ჯეჯელავა: ვფიქრობ, ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, შემოიპარება
26-09-2016, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გამომცემლები რამდენიმე კომპანიას შევახვედრეთ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს ავითარებენ. ვაპირებთ ვუთხრათ, მოდი, როგორც ალტერნატივა იქნებ შესთავაზოთ“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისი თქმით, „ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, შემოიპარება”.

 

 

„მაგალითად, მე ძალიან მომეწონებოდა სისტემა, სადაც თქვენ, როგორც მშობელს, გეუბნებიან-თქვენ გადაწყვიტეთ, აგერ ქაღალდის წიგნები, აგერ ელექტრონული ვერსია. შენ გადაწყვიტე როგორ გამოიყენებს ამას ბავშვი. შეიძლება აუკრძალო ელექტრონული ვერსია, შეიძლება სკოლაში ტაბლეტი წაიღოს და სახლში ქაღალდით იმეცადინოს, ან პირიქით. ვფიქრობ, ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, შემოიპარება”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ პირველ ორ-სამ წელიწადში 500 000 მოსწავლიდან ელექტრონულ სახელმძღვანელოებს 50 000 მოსწავლე აირჩევს, შემდეგ კი, ეს ნელ-ნელა გავრცელდება.

 

 

მისივე ცნობით, რამდენიმე გამომცემელი უკვე ამბობს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოს ვერსიის შესაქმნელად ინვესტიციას გაიღებს.

 

 

„ჯერ ისიც არ ვიცით, რა ეღირება. მაგალითად, უკრაინაში თუ გაქვს ქაღალდის წიგნი, ერთ დოლარად ერთი წლით წიგნის ელექტრონული ვერსიაც გექნება. სახელმძღვანელოს ავტორი როდესაც რაიმეს ცვლის, შენ ამას მობილურზე, ტაბლეტზე, კომპიუტერზე ხედავ. გრიფირების წესში ვდებთ, თუ მოხალისეობრივ საწყისებზე გვეტყვი, რომ აპირებ გქონდეს ელექტრონული ვერსიაც, ჩვენ ამას ქულებში ჩაგითვლით. ვფიქრობ, ეს ბაზარიც უნდა გავხსნათ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

განათლების მინისტრს იმედი აქვს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების ”პირველი მერცხლები” 2017 წელს გამოჩნდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი