საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება
28-09-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება, - მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს. კლინიკის ბაზაზე ასევე ამოქმედდა პედიატრიული განყოფილება, ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით.

 


მთავრობის მეთაურმა, კლინიკის ხელმძღვანელ, პროფესორ გოჩა ინგოროყვასთან ერთად, კლინიკა დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია იმ თანამედროვე აპარატურის შესაძლებლობების შესახებ, რომლითაც ცენტრი აღიჭურვა.

 


„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ვნახეთ თანამედროვე აპარატურა, რომელიც ბოლო სიტყვაა ამ მიმართულებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ასეთი დონის აპარატურის შეძენა. ისრაელთან ერთად, მიმდინარეობს ექიმთა გადამზადების ერთობლივი პროგრამები და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. ყველა შესაბამისი პირობა ამ კლინიკაში შექმნილია, რაც ძალიან მისასალმებელია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევდა პაციენტების უცხოეთში გაგზავნა. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ მოგვიწევს გაგზავნა და ოპერაციები შესრულდება ქართველი მედიკოსების მიერ, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია ქართულ მედიცინაში გაგრძელდება და, თანდათან, მეტი სახეობის დაავადების საქართველოში განკურნება იქნება შესაძლებელი.

 


პრემიერ მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის პროფესორებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და მათ ახალი ცენტრის გახსნა მიულოცეს.

 


„მოხარული ვარ, რომ კვალიფიკაციის მიმართულებითაც გაწეულია დიდი ძალისხმევა და ეს ყველაფერი, სერიოზულ შედეგს მოგვცემს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნამდვილად დიდი ნაბიჯი იყო და თავიდან აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, თუმცა, დავით სერგეენკომ, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. მომავალში, ალბათ ბევრი რამ დასახვეწი იქნება და ჩვენ ერთად განვაგრძობთ ამ პროგრამის გაუმჯობესებას. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ასეთი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა“, - განაცხადა პრემიერმა მედიკოსებთან შეხვედრისას.

 


მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ახალი სამსახურების გახსნის შედეგად, დამატებით 110 ადამიანი დასაქმდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი