დედოფლისწყაროში დიდნაურის ველზე აღმოჩენილ ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები 2017 წელსაც გაგრძელდება
28-09-2016, 04:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდნაურის არქეოლოგიური ველი ადგილზე მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებმა, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად.

 

 

დიდნაურის ველზე  ბოლო სამუშაოების შედეგად, რომელსაც  პროფესორი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობს, გამოვლენილია ძვ.წ.აღ-ის XIII საუკუნის ნაქალაქარი.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, აღნიშნულ ველზე, მეორე წელია არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

 

არქეოლოგიურ კვლევაში ნათქვამია, რომ დიდნაურის ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო, რადგან მისი დამცავი კედლები გალავნების მიხედვით ყველაზე მასიურია, რაც სატელიტური გადაღებებითაც არის დადასტურებული.

 

 

„ქალაქის ამ შიდა მონაკვეთის აღმოსავლეთი გალავანი ხუთი მეტრით განიერია ქალაქის გარე გალავნებზე და 12 მეტრს უდრის. მას ქვის პერანგი აქვს, შიდა მხარეს კი, ქვის საძირკველზე, მცირე ნახევარწრიული კონტრფორსი.

 

 

განსაკუთრებით საინტერესო ჩანს ამ მძლავრი გალავნით დაცული ქალაქის მონაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე უბანი მის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს, უკვე მინიშნებები არსებობს იმაზე, რომ აქ დიდი სვეტებიანი დარბაზი უნდა ყოფილიყო კარგად მოკირწყლული წინა დიდი მოედნით. თითქოს უკვე ისიც დასტურდება, რომ სვეტებიან დარბაზს დიდი სხვა თანადროული შენობა ჰქონდა, მათ შორის ვიწრო ქუჩით. არსებობს იმის ნიშნებიც, რომ სვეტებიანი დარბაზსა (მისი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია) და მის სამხრეთით აღმოჩენილ შენობაზე უფრო გვიანი შენობების ნაშთებიც ფიქსირდება.

 

 

მოკირწყლული მოედნის თარიღი დგინდება მის ზედაპირზე მრავლად მოპოვებული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების მიხედვით, რომლებიც სამაროვნის სამარხეული მასალის იდენტურია, მაგრამ მოკირწყლული მოედნის თარიღი - XIII ს. უფრო ზუსტად დაგვიდგინა უშუალოდ მოკირწყლული მოედნის ზედაპირზე აღმოჩენილმა ბრინჯაოს მოზრდილი ზომის თავხვია საკინძმა, რომელიც როგორც ჩვენში, ისე წინა აზიაში, უფრო ადრეული პერიოდითაც თარიღდება, მაგრამ გვიანბრინჯაოს ხანის სწორედ მეორე საფეხურისათვის ჩანს ყველაზე მეტად დამახასიათებელი“,-ნათქვამია არქეოლოგიურ კვლევაში.

 


 

 

დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2017 წელსაც გაგრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი