მარტყოფში „ფონდი ქართუს“ რაგბის პროგრამის ფარგლებში, რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა
29-09-2016, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ფონდი ქართუს“ რაგბის პროგრამის ფარგლებში, მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა - ქვეყნის მასშტაბით რაგბის მე-16 ობიექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მორაგბეებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები თავიანთ ენერგიას სწორად წარმართავენ და უფრო აქტიურად დაკავდებიან სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

 

პრემიერმა განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელმაც რაგბის სპორტული ობიექტების მშენებლობისთვის უკვე დახარჯა 100 მილიონი ლარი.

 

 

„დღეს ქვეყნის მასშტაბით უკვე არის რაგბის 16 ობიექტი გახსნილი, მათ შორის: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, გორსა და ასპინძაში. ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონამდე ლარი დახარჯა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, რომლის გარეშეც ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი იქნებოდა არარეალისტური. საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ბატონი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა სპეციალური ჯილდოთი და შთამბეჭდავია, რომ ამ განსაკუთრებულმა ძალისხმევამ დღეს უკვე კონკრეტული შედეგები გამოიღო. ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ რაგბი არის ვაჟკაცების თამაში და ეს მართლაც ასეა. რაგბი არის გუნდურობის, ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთმანეთის გატანის ყველაზე კარგი ნიმუში და მაგალითი. ჩვენთვის ქართველებისთვის ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს - თუ ვიქნებით ერთად, თუ ერთ მუშტად შევიკვრებით, მაშინ ნებისმიერი შედეგი და გამარჯვება არის მიღწევადი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

პრემიერ მინისტრის განმარტებით, რაგბის განვითარების პროგრამა გრძელდება და სტადიონები და რაგბის ბაზები სხვა ქალაქებშიც აშენდება. მისი თქმით, უფროსი თაობის სახელოვანი მორაგბეებისა და ახალ თაობის ერთიანობა, სახელმწიფოს ზრუნვა და ქველმოქმედების ძალა იძლევა წარმატების წინაპირობას.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „ფონდი ქართუს“ რაგბის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

 

 

„პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

 

 

მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები განათებით და სარწყავი სისტემით, 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი; ასევე 64 ადგილიანი სასტუმრო, სრული ინფრასტრუქტურით და ჰელიოსისტემით.

 

 

„ფონდი ქართუს“ რაგბის პროგრამა მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია შესული. ამ ეტაპზე პროგრამაზე დახარჯულია 100 მლნ ლარი, რაც გულისხმობს, როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას“,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი