გლდანში 45 მილიონ დოლარზე მეტი  ღირებულების სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი გლდანი" გაიხსნა
30-09-2016, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში 1 200 ადამიანი დასაქმდება. სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მასშტაბური სავაჭრო ცენტრი - "სითი მოლი გლდანი" უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული, სრულად უზრუნველყოფილია პარკინგით და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

 

„1 200 ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის ის მინიმალური დასაქმება, რომელიც დღეს გლდანში, ახალ სავაჭრო ცენტრში შეიქმნა. მე ძალიან მოხარული ვარ ამ ამბით. 40 000 კვ. მ. ფართობის შენობის ნახევარზე მეტი სავაჭრო სივრცეა და პრაქტიკულად, სრულად დატვირთულია. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ქალაქისთვის, 45 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული ამ ობიექტში, შექმნილია ყველა სერვისი, მათ შორის 750 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. აქ არის მაკდოლადსი, აქ არის კარფური, აქ არის ყველა ის ბრენდი, რომელიც არის ძირითად მოლებში და მე მიხარია, რომ დღეს გლდანელებს, მუხიანელებს აქვთ შესაძლებლობა, სახლთან ახლოს, შორს გაუსვლელად მიიღონ შესაბამისი სერვისები“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   მარინე
      
სასიხარულოა ასეთი დიდი და თანამედროვე სავაჭრო ცენტრის გახსნა, მიხარია ყველა კეთილი სიახლე, წარმატებებს გისურვებთ, მრავალი კარგი საქმე გეკეთებინოთ!
ამდენი ადამიანის დასაქმება ნამდვილად მისასალმებელია!
30 სექტემბერი 2016 13:00
#1   magda
      
ძალიან კარგია რომ გაიხნა მაგრამ იმ 1200 კაციდან ერტი რო ვივყო არაა იქნებ მითხრათ სად შეილება სივი გადავგზავნო
30 სექტემბერი 2016 07:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი