Youtube-ზე ვიდეომასალა სავარაუდოდ ბაჩო ახალაიამ გაავრცელა?!
31-01-2014, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ "ალიასთან" საუბრისას გააკეთა, ვიდეომასალა, რომელშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს დავალებებს აძლევს და ორ გვამს ითხოვს, სავარაუდოდ ბაჩო ახალაიას მიერაა გავრცელებული.

 

"ვფიქრობ, კადრები ისეთი პირისგან არის გავრცელებული, რომელიც თანაგუნდელებმა გაწირეს. ასეთი კი დღეს ბაჩო ახალაიაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლში დათა ახალაიაც ჩანს და ეს ეჭვქვეშ აყენებს ბაჩო ახალაიას მიერ ვიდეოს გავრცელებას, სხვა არავინ რჩება "ნაცმოძრაობიდან", ვისაც შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა"- განაცხადა თავდგირიძემ.

 

მისი თქმითვე, გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ვიდეომასალა თვითონ ვანო მერაბიშვილის მიერ არის გავრცელებული და ამით ყოფილმა პრემიერმა გზავნილი მიაწოდა ამერიკაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, დაეხმაროს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებს მაკომპრომეტებელ ვიდეოს - ნაკლებად დამაჯერებელია, ვინაიდან ვანო მერაბიშვილი საკუთარ თავს ამას არ გაუკეთებდა.

 

"ვიდეოში საუბარი ორი გვამის მიტანაზეა და შესაძლოა გამოძიებით დადგინდეს, რომ ადგილი აქვს მკვლელობის შეკვეთას. ეს უმძიმესი ბრალდებაა. ასევე, არა მგონია, ამ ვიდეოს გავრცელებაში "ქართული ოცნების" ხელი ერიოს, რადგან, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი კადრები ჰქონდა, მათ შეეძლოთ ყოველგვარი "იუთუბის" გარეშე დაეწყოთ კვლევა და ეს გამოეყენებინათ პირდაპირ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ"- განაცხადა თავდგირიძემ.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროკურატურაში აქტიურად დაიწყეს ამ ფაქტის შესწავლა, ბადაშვილის უწყება გეგმავს ყველა იმ პირის დაკითხვას, რომელიც ვიდეორგოლშია. გარდა ამისა, გამოცემის წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ მიაწოდა პროკურატურამ მასალები იუსტიციის სამინისტროს, რათა ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდეს ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად. წყაროს ინფორმაციით, ეს პროცესი ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ უფრო დაჩქარდება.

 

"გარდა ამისა, პროკურატურაში გეგმავენ ერეკლე კოდუას მოწმის სახით გამოძახებასაც. დაიკითხებიან ის პირებიც, რომლებსაც ამ დრომდე მაღალი თანამდებობები უჭირავთ პროკურატურაში, შს სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში. წყაროს ცნობით, თუკი ბადაშვილს ეყოფა კომპეტენცია ამ საქმის კვალიფიციურად და ოპერატიულად გამოსაძიებლად, ყველა ის პირი მიეცემა პასუხისგებაში, რომლებიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდნენ"- წერს გამოცემა.

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/36235-giorgi-thavdgiridze-yvelaze-sartsmunoa-rom-videomasala-bacho-akhalaias-mier-iyos-gavrcelebuli.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი