ტარიელ ხეჩიკაშვილი აბაშას ესტუმრა - მინისტრი ქუჩის საკალათბურთო ტურნირს დაესწრო
01-10-2016, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრმა აბაშის სპორტული სკოლები მოინახულა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

 

 

აბაშის სპორტულ სკოლას, სადაც 150-მდე ბავშვი რამდენიმე სახეობაში ვარჯიშობს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ძიუდოს და ჭიდაობის ფორმები, ფრენბურთის და წყალბურთის ბურთები, საფეხბურთო, სარაგბო და საკალათბურთო მაისურები და ბურთები, ასევე კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადეები, ბაგირები, სავარჯიშო ტომრები და სამინისტროს ეგიდით გამოცემული სპორტული ლიტერატურა გადასცა.

 

 

„მიხარია ამდენ სპორტსმენს რომ გხედავთ! დარწმუნებული ვარ, თქვენ შორის მომავალი ჩემპიონებიც არიან და მსურს წარმატება გისურვოთ! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს და მხარს დაუჭერს ისეთ მონდომებულ ახალგაზრდებს, როგორებიც აქ, თქვენთან, აბაშაში არიან. დღეს სპორტულ ინვენტარს გადმოგცემთ და გარწმუნებთ, რომ ეს არ იქნება ბოლო საჩუქარი. ჩვენ სპორტული ფორმებით და ინვენტარით ყველა რაიონს ვეხმარებით და ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება - ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას. თუ მომავალში სპორტული წარმატებითაც გაგვახარებთ, ამას არაფერი აჯობებს! კიდევ ერთხელ, წარმატებას გისურვებთ"! - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაცია აბაშაში ახალგაზრდებს შორის ქუჩის საკალათბურთო ტურნირსაც დაესწრო, რომელიც ადგილობრივი სპორტსკოლის მესვეურებმა კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩაატარეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი