ილია მეორე: საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი გადარჩა
01-10-2016, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს", - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილიამ მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, რომის პაპს.

 


"აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან ერთად განისვენებს ამ ტაძარში. წმინდა სიდონია ქართველ ებრაელთა საოცარი ოჯახიდან იყო. მისმა ძმამ ელიოზმა მცხეთაში ჩამოიტანა კვართი, ხოლო მათი დედა ჯვარცმის დღეს აღესრულა, რომ განიცადა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს და სადაც სდგებოდა და დღესაც ხდგება აღსაყდრება კათალიკოს-პატრიარქის. პირველი ეკლესია ამ ადგილზე მეოთხე საუკუნეში აშენდა. ეს სახე, რომლშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით მე-11 საუკუნეში მიიღო და არის 12 მოციქულის სახელობის.

 

 

მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია და დღემდე უცვლელი სულიერი ცენტრია ქვეყნისა. იგი და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის: ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა. რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე! საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი, მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად.

 

 

როგორც ჩვენი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდანად აღიარებული ილია მართალი ამბობდა, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. მე-13 საუკუნეში 100 ათასი ქართველი მოწამე ეწამა საქართველოს ეკლესიის დასაცავად. მათ არ დაადგეს ფეხი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატსა. დიახ, ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს. რა არის მიზეზი ჩვენი სისუსტისა? ორივე ამის ნაკლებობა. მე მახსენდება ძველი მოძღვრების დარიგება, მართალი ლოცვა რომ ჰქონდეს ადამიანს იგი უდიდეს სასწაულებს იზამს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უდიდესი საუნჯე, ჩვენი სარწმუნოება. ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები ეს არის უძველესი საუნჯე რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ და ვაღიარებთ, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში არის ჩვენი ურთიერთობა. მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული გახსნის გზას ჩვენი ერთობისათვის”, - ბრძანა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი