ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური კარიერა არჩევნების შემდეგ "მალე დამთავრდება". აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.
"არჩევნების შემდეგ მგონია, რომ კვირიკაშვილის კარიერა ძალიან მალე დამთავრდება. ის დღეს პრემიერ-მინისტრი იმიტომ არ არის, რომ გრძელვადიანად შეინარჩუნონ. ის უბრალოდ სხვადასხვა დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო ფასადად მომგებიანი ფიგურაა როგორც დასავლეთისთვის, ისე ქვეყნის შიგნით საზოგადოებისთვის. თუმცა, საკმაოდ კურიოზულად გამოიყურება - ის ამ ხნის განმავლობაში სიყვარულსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს და მთელი დანარჩენი სისტემა შეთქმულების თეორიაზე საუბრობს. კვირიკაშვილის რიტორიკა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიასთან სრულიად შეუსაბამოა. არჩევნების შემდეგ მისი კარიერა ძალიან სწრაფად დასრულდება. კვირიკაშვილი ერთჯერადი გამოყენების პრემიერ-მინისტრი მგონია", – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.