ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა
03-10-2016, 09:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გახსნა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თბილისის შემდეგ ზუგდიდის ტექნოპარკი მეორეა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა. ის პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის შენობაში განთავსდა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ტექნოპარკის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან შონიამ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ქაშიბაძემ.

 

 

„ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკის პრეზენტაციისას.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.

 

 

მისი თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, პროგრესული წინსვლის საშუალება, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა.

 

 

„ეს არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, იმაზე უფრო უახლესი, ვიდრე თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. 700კვ.მ. ფართის შენობა ნაგებობები დღეს მთლიანად არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეიდან ზუგდიდელებს და ყველას დასავლეთ საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომელიც თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. სივრცე არის გახსნილი, მომსახურებები არის აბსოლუტურად უფასო, შესაბამისად, მე მინდა, რომ მოვიდეს ყველა და ნახოს, თუ რამხელა სიკეთეა აქ დღეს და რა ცოდნის კარი გაიხსნა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა - „სტარტაპები“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და სწორედ მას ვუყრით საფუძველს დღეს ზუგდიდში“, - აღნიშნა მან.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება, როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

 

 

„ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

 

 

ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს, როგორებიცაა FabLab-სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით და ა.შ.

 

 

ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად, კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკსა და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.

 

 

ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი