შიდა ქართლში 34 მილიონი დოლარის ღირებულების ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა
06-10-2016, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ ამუშავდა. ელექტროსადგურის გახსნას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი დაესწრნენ.

 

 

როგორც პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის გარემოს დაბინძურების პრობლემას, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

 

მისი თქმით, თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს, რომელმაც წამოიწყო ეს პროექტი და რეალობად აქცია. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო და განხორციელდა ეს პროექტი,  დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამ პროექტში, ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ელექტროსადგური საშუალებას იძლევა, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი ქარის ენერგიის ხარჯზე დაკმაყოფილდეს.

 

 

„რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე  ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიც არის ქარის და მზის ენერგია.  მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება ძალიან მნიშვნელოვან დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი.  ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ  მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ ტექნოლოგიების ქვეყნად. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობა ყველას,  ვინც ეს პროექტი რეალობად აქცია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი