სამტრედიაში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
06-10-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშს ესტუმრა და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

  

 

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, სახლ-მუზეუმს, 2015-2016 წლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩაუტარდა. დამონტაჟდა სადრენაჟე სისტემა და აღდგა სახურავი. კერძოდ, ხავსისგან გაიწმინდა მარსელის კრამიტი, თუნუქის გადახურვა შეიცვალა კვლავ მარსელის კრამიტით. გარემონტდა ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ნაგებობა, თავლა, ნალია, ჭა ქარისძრავიანი სატუმბით, ჭა არქიტექტურული სტრუქტურით. მომავალ წელს, მესამე ეტაპზე, რეაბილიტირდება დეკორატიული ბაღი და ინფრასტრუქტურული გარემო: ჭიშკარი, ბილიკები, განათების ბოძები.

 

 

„ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსი 1951 წელს გაიხსნა და მდინარე რიონის ხეობაში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი, დიდი ჯიხაიში) მდებარეობს. კომპლექსის ძირითადი ნაწილი, საცხოვრებელი სახლი, 1886 წელს აშენდა და მოგვიანებით ორჯერ გადაკეთდა. შენობის საბოლოო სახე შვედი არქიტექტორის - ფრიკის პროექტით 1910-იან წლებში დასრულდა. სახლ-მუზეუმს კაპიტალური რემონტი 5 ჯერ ჩაუტარდა. ბოლოს მუზეუმი, სახელმწიფოს დაფინანსებით, 2003 წელს გარემონტდა.

 

 

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსი შედგება ჭიშკრის, მთავარი შენობის, სამეურნეო ნაგებობისა და თავლისგან. მთავარი შენობა ორსართულიანია, რომლის ქვეშ მოწყობილია ვრცელი მარანი. სახლს ჩრდილოეთიდან შუშაბანდი, ხოლო სამხრეთიდან ორსართულიანი აივანი აკრავს. სამეურნეო ნაგებობა ერთსართულიანია და მასში ამჟამად განთავსებულია საყარაულო, საკუჭნაო, სამეურნეო, საექსპოზიციო, სამზარეულო ოთახი და ადმინისტრაცია. ყოფილი თავლა გადაკეთებულია და მასში განთავსებულია სააქტო დარბაზი, სამი საცავი ოთახი, თავდაპირველი სახით შემორჩენილი თავლა და სხვენი. სახლ-მუზეუმის ეზოში დგას საქართველოში ერთადერთი წყლის საქაჩი ქარის ძრავა, რომლიც ნიკო ნიკოლაძემ 1910-იან წლებში ააგო. ძრავის მეშვეობით ხდებოდა წყლის ამოტუმბვა ჭიდან და მარაგდებოდა შენობა-ნაგებობები, ასევე იყენებდნენ სამეურნეო მიწების მოსარწყავად.

 

 

ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელი სახლი 1910 წლის სამშენებლო პერიოდის შემდეგ დღემდე მნიშვნელოვანი გადაკეთებისას გარეშეა შემონახული. მასში ხელუხლებლადაა შენარჩუნებლი ნიკო ნიკოლაძის დროინდელი გეგმარება. უცვლელია შენობის გადახურვა, რომლის განახლება თანადროული მარსელის კრამიტის გამოყენებით ხდებოდა, ამდენად ის პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. ამასთან, გარკვეული ცვლილებები სახლს მაინც შეეხო და მას ძირითადად კოსმეტიკური ხასიათი ჰქონდა“,-ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი