ნიკოლოზ ვაშაკიძე: მასობრივი საპროტესტო სეზონის გახსნის მცდელობა უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის
01-03-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციის ჩატარებას სახიფათოდ მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში რადიკალური, ხალხმრავალი აქციები დიდ საფრთხეს შეიცავს,

 

 

“მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკა და მმართველობა ზიანს აყენებს ქვეყანას, მიმაჩნია, რომ რადიკალური, ხალხმრავალი აქციები ახლა დიდ ხიფათს შეიცავს, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არა ვართ კუნძული და ნაწილობრივად არანორმალური სამეზობლო გვყავს. ანუ, ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესები ძალზედ დიდი გარეშე საფრთხის პირობებში მიმდინარეობს და გარეშე ძალა ძალზედ ინტენსიურად არის ფარულად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში.

 

 

ამიტომ, მიმაჩნია: თუ ეს ერთჯერად აქციად არის ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლებას დაანახონ მისადმი ხალხის პროტესტი და უკმაყოფილება, კიდევ არუშავს. თუ ეს არის ხანგრძლივი მასობრივი საპროტესტო სეზონის გახსნის მცდელობა, ეს არის უკიდურესად საშიში ქვეყნისთვის. ქვეყანა გატენილია რუსეთის აგენტურით და გეგმებიც შემუშავებულია. პუტინი ზუსტად იმას ელოდება, რომ სიტუაცია აირიოს. როგორც კი მღელვარება კონტროლს გაცდება მთელი მისი შემზადებული სქემები ამუშავდება და უბედურება დატრიალდება. ამაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაც“ და “ნაციონალური მოძრაობაც“ იქნებიან ერთად", წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი