მოსკოვში, რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსვლელობაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სამოქალაქო საზოგადოების გარდა მარშს პოლიტიკოსებიც დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარშზე მობილიზირებული იყო სამართალდამცავთა უპრეცენდენტო რაოდენობა. 16 ათასი სამართალდამცველი დემონსტრანტების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.
ამ პლაკატებზე ასეთი წარწერები იყო: "გმირები არ კვდებიან" და "ეს ტყვიები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის"
აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციას სიმბოლური დასასრული ჰქონდა. მარში იქ დასრულდა, სადაც რუსი პოლიტიკოსი მოკლეს.
მარში სანკ-პეტერბურგშიც გაიმართა. ერთ-ერთ ბანერზე ასეთი წარწერა იყო: "ბორის ნემცოვო, ჩვენ არ დაგივიწყებთ, ჩვენ არ ვაპატიებთ".
ბორის ნემცოვს 3 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.