საგანელიძე პოსტიდან მიდის: "მომენატრება პარლამენტი, მაგრამ არც ისე, რომ ხელმეორედ შემოსვლის სურვილი გამიჩნდეს“
01-03-2015, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტსა და დეპუტატის მანდატს ვადაზე ადრე დატოვებს და საქართველოს განვითარების ბანკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ -ს ავრცელებს.

 


გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საგანელიძემ თქვა: „არც ეს სამუშაო კაბინეტი, არც ეს მაგიდა, არც ის აბრა რაც გარეთაა და ყველაფერი ის, რაც ვიღაცას ჰგონია, რომ თურმე რა კარგია, ჩემთვის დიდად მომხიბლავი არაა, ეს არის მხოლოდ ტვირთი“.

 

 

უმრავლესობის ლიდერის პოსტთან ერთად საგანელიძე დეპუტატის მანდატსაც ვადაზე ადრე დატოვებს და მის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ინტრიგებით დაღლას მიაწერს.

 

 

„სამწუხაროდ, როცა ვხედავ რომ ყველაზე მეტი პრობლემა შენს გუნდში გექმნება იმ ადამიანებისაგან, რომელთაგანაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა გქონდეს და შენც მაქსიმალურად მათკენა ხარ... აი, ეს გულგატეხილობა ცოტა რთულია. ყველაზე მეტად დაუფასებლობის, უმადურობის არ მესმის. ბრძოლა ამ მეთოდებით, რაღაც სიბინძურეების სროლა, მერე თავის მართლებაში ჩაყენება... მე არ შემიძლია, რომ ასევე სიბინძურით ვუპასუხო ხშირ შემთხვევაში ყველაფერ ამას“, ამბობს საგანელიძე.

 

 

საგანელიძე არ აკონკრეტებს როდის წავა თანამდებობიდან, მაგრამ ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ კომპრომატებზე გამოძიების შედეგებს გააცნობს და პარლამენტიდანაც ამის შემდეგ წავა. საგანელიძის წინააღმდეგ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით კი, იგი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ოპოზიციაში ჩანერგილი აგენტი იყო.

 

 

„მალე მექნება იმის საშუალება რომ მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რითაც დადასტურდება, რომ ეს იყო სრული ბლეფი, ეს იყო ბინძური თამაში, ეს იყო სიყალბე, ეს იყო სიბინძურე ჩემს წინააღმდეგ და არაფერი, ერთი მისხალიც კი არ იყო სიმართლე“.

 


შეკითხვაზე მოენატრება თუ არა მას პარლამენტში მუშაობა, საგანელიძემ თქვა: „ბუნებრივია მომენატრება, მაგრამ არც ისე, რომ ხელმეორედ შემოსვლის სურვილი გამიჩნდეს“.

 

 

დავით საგანელიძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი წასვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე არ ისურვებდა ზაქარია ქუცნაშვილის ხილვას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი