ივანიშვილს საქართველოდან გააძევებენ? მას ქვეყანა „ქართული კოშმარისკენ“ მიჰყავს
02-03-2015, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სომხური გამოცემა „ლრაგირი,“ პოლიტოლოგ აკოფ ბადალიანის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ.

 


რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, საქართველოში შეიძლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რადგან მმართველი ბლოკის საქმიანობით გამოწვეული უკმაყოფილება მატულობს. ამას ხელს უწყობს ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია, ლარის დევალვირება, რომელმაც სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაამწვავა.

 

 

მმართველ ბლოკ „ქართულ ოცნებას“, რომელიც „მოსკოვის კაცმა“, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანა თანდათანობით „ქართული კოშმარისკენ“ მიჰყავს. ივანიშვილი შეეცადა რუსეთთან ურთიერთობა მოეგვარებინა, დასავლეთმაც ნება დართო და დათანხმდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასულიყო. პარალელურად, ახალ ხელისუფლებას ხისტი მოთხოვნები წაუყენა. ალბათ, მიზანი ის იყო, რომ ქართული საზოგადოება დარწმუნებულიყო: რუსეთთან ურთიერთობის გაურესება მიხეილ სააკაშვილის ბრალი კი არ იყო, არამედ ამაში თვითონ რუსეთია დამნაშავე. ამის დამადასტურებელია მოსკოვის რეაქცია თბილისის ნაბიჯებზე: საქართველო აცხადებს რომ მზადაა რუსეთთან დიალოგზე, რუსეთი კი მასაც იგივე ვარიანტს სთავაზობს, რაც სომხეთს შესთავაზა - ჩემი ვასალი იყავიო. მოსკოვს არ შეუზღუდავს თავისი ამბიციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართაც - მათი აბსორბცია გრძელდება და შესაბამისად, თბილის-მოსკოვის დიალოგი ჩიხში შევიდა. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთს საქართველო მხოლოდ ტერიტორიის სახით სჭირდება - ისევე როგორც სომხეთი.

 

 

ამ დღეებში რუსეთმა სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციული ხელშეკრულების პროექტი გამოაქვეყნა, რაც ნიშნავს, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობაში არსებულ კედელს კიდევ უფრო მაღლა სწევს. საქართველოს ხელისუფლებას ასეთ პირობებში არ შეუძლია იყოს დიალოგის გაგრძელების ერთგული, რადგან ამ შემთხვევაში იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კარგავს და იძულებული იქნება უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზეც.

 

 

„ქართული ოცნებისათვის“ ამგვარი ამოცანა ძნელად შესრულებადია, რადგან ეს დასავლეთისაკენ მზერამიპყრობილ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი იქნებოდა. ამჟამინდელმა ტენდენციებმა შეიძლება მოსახლეობაში რევოლუციური განწყობაც ააღორძინოს.

 


აშკარაა, რომ დასავლეთის გარეშე ოფიციალური თბილისი სიტუაციის სტაბილიზებას ვერ შეძლებს, მაგრამ დასავლეთი საქართველოს მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების სანაცვლოდ დაეხმარება. რაში გამოიხატება კონკრეტული ნაბიჯები? ჩვენ გვახსოვს მოსკოვის განცხადება, რომ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას იგი ადექვატური ზომებით უპასუხებს, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს გულისხმობს, ვთქვათ, ჯავახკთან მიმართებით. დღემდე სომხეთის ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად ცდილობდა, რომ ჯავახკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ინსტრუმენტი არ ყოფილიყო, თუმცაღა რუსეთის არ ცდილობდა სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მოსკოვისათვის სომხეთის რეაქცია უცნობი იყო. მოსკოვს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სომხეთის ფაქტორი არ აკავებს ნაბიჯებისაგან, არის სხვა ფაქტორებიც. რუსეთისთვის სიტუაცია იმითაცაა გართულებული, რომ სომხეთისაგან განსხვავებით, ქართული ოპოზიცია პროდასავლურია და არა პრორუსული.

 


საქართველოში მოსკოვი უჩვეულო სიტუაციას წააწყდა: კრემლს მოეჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით მთელ საქართველოს ხელში ჩაიგდებდა (ან ჩაიგდო), მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელში ჩასაგდებად ოპოზიციის დამორჩილებაც საჭიროა. აი, ეს კი მოსკოვს არ გამოსდის.

 

 

 

წყარო: http://www.newspress.ge/uckhouri-presa/62051-lragir-somkhethi-ivanishvils-saqarthvelodan-gaadzeveben-mas-qveyana-qarthuli-koshmarisken-mihyavs.html 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი