ქონების სააგენტო ყოფილი ნარკოლოგიურის შენობის 3 550 000. 00 აშშ დოლარად გაყიდვას აპირებს
02-03-2015, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 550 000. 00 აშშ დოლარად (8029745.00 ლარი) იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აუქციონი 25 თებერვალს გამოცხადდა და 11 მარტს, 17:00 საათზე დასრულდება.

 

 

ყოფილი ნარკოლოგიური შენობის ტერიტორია მოიცავს 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობას.

 


აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ სასტუმრო ან სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობები აშენდება.

 

 

ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელსაც მთავრობა ჰყიდის. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია "ბათუმი თაუერი" -ც, რომელიც 25 მილიონ აშშ დოლარად (56 547 500.00 ლარი) იყიდება.

 

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს "კურორტი ახტალა"; მესტიის რეზიდენცია; წყალტუბოს სანატორიუმები; ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე; "ბათუმი თაუერი"; ათონელის რეზიდენცია; შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია"- 70% წილი; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - თბილისი SPS ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი; ეროვნულ ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და ა.შ.

 

 

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
Glad to chat your blog, I seem to be forward to more reliable articles and I think we all wish to thank so many good articles, blog to share with us. บาคาร่า99
7 ივნისი 2022 23:35
#2   tech
      
I need to to thank you for this very good read!! I definitely loved every little bit of it. I have you bookmarked to check out new things you post… explain the functions of business finance
14 მაი 2022 19:25
#1   tech
      
I will really appreciate the writer's choice for choosing this excellent article appropriate to my matter.Here is deep description about the article matter which helped me more. ufabet เว็บตรงไม่มีขั้นต่ำ
22 აპრილი 2022 04:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი