პაატა ბურჭულაძე: მივმართავთ გიორგი კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება
08-10-2016, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და  პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, დამარცხება აღიაროს.

 

 

მან ასევე  სპეცრაზმს მიმართა, „ხელი არ ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას“.

 

 

„მიმდინარეობს ტოტალური გაყალბება არჩევნების. მე მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისაკენ. სპეცრაზმს მოვუწოდებ, ხელი არ ახლოს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც უნდათ სამართლის აღდგენა. დღეს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და როდესაც უჭირს ხელისუფლებას, მიმართავს ასეთ ხერხებს. მივმართავთ პრემიერ მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება, ამასაც ვაჟკაცობა უნდა და მოიქცეს ვაჟკაცურად. კიდევ ერთი საათი დარჩა ამომრჩევლებს - ყველანი არჩევნებზე. დღეს წყდება საქართველოს ბედი“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

მისივე ინფორმაციით, მარნეული 48-ე საარჩევნო უბანზე „ყველა გაყალბებული საბუთი არის გაუქმებული“.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა  მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქი დაარბიეს. მისი თქმით, ისინი ისროდნენ ქვებს და იყენებდნენ ხელკეტებს. ასევე, ტუღუშის ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც უკან არ დაბრუნებულა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

 

 

„დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი