პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი და რამდენიმე პირი დააკავა. სიტუაცია პარტიის ოფისთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორგანიზაციის წევრებმა პარტიის ოფისთან ბანერი "არ გამოგივათ 21 მარტის რევანში" დაწვეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს.
ბანერზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ერთობლივი ფოტო იყო გამოსახული. ამის შემდეგ "თავისუფალი თაობის" წევრებმა პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს და "ნაციონალური მოძრაობის" გამომსახველი წარწერის წითლად შეღებვა სცადეს.
პოლიციის ეკიპაჟმა "თავისუფალი თაობის" ხუთი წევრი და ლადო სადღობელაშვილი დააკავა. როგორც დაკავებულები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით ხდება მათი დაკავება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.