დედის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა, რომელთაგან 4 სრულად გათავისუფლება, 4-ს კი დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მსჯავრდებული ქალები სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
ზვიად ქორიძის თქმით, დედის დღესთან დაკავშირებით შეწყალება არ ნიშნავს, რომ სხვა მსჯავრდებულების შეწყალების აქტი დაიგვიანებს, უახლოეს დღეებში გამოცხადდება შეწყალება იმ მსჯავრდებულებზეც, რომელზეც შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.