სანდრა რულოვსი: ბრძოლა არ დამთავრებულა, მე არ ვეგუები ამას
09-10-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ყველა დაპირების შესრულებას შეეცდება.

 

 

სანდრა რულოვსის თქმით, მან პირნათლად მოიგო არჩევნებში ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

 

 

„ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მე პირნათლად მოვიგე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ყველა უბნიდან მოდიოდა შედეგები, რომ ვიმაჯრვებდით, მათ შორის ინგირშიც ვიმარჯვებდი, საიდანაც, ჩემი კონკურენტი, ედიშერ თოლორაიაა. ჩემი მოწინააღმდეგე თავისივე სოფელში დავამარცხე. ცხადია, არც სხვაგან გაგვიჭირდებოდა. ამტვრევდნენ ყუთებს, კომისიის წევრები გარბოდნენ, ბათილად სცნეს ბიულეტენები და 3 უბანი საერთოდ ჩაიშალა. მე არ ვეგუები ამბავს“,- აცხადებს სანდრა რულოვსი.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, (9 ოქტომბერი, 13:10სთ) ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 49 საარჩევნო უბნიდან 15 უბნის მონაცემებია ცნობილი. შედეგები  შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - ედიშერ თოლორაია - 48.83%;  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - სანდრა რულოვსი - 43.14%.

 

 

კომენტარები: 1
#1   ცეცილია
      
უნდა შეეგუო რომ "ბრძოლა" წააგე!!! გეყოფა!!! საკმარისი არ არის საშინელი 9 წელიწადი რაც ანახეთ ხალხს!?,რაც გაამწარეთ!?....ეს საქართველოა და კარგად გადაიკითხეთ საქართველოს ისტორია! ღალატი იქნება შენს გვერდით დადგომა,ღალატი!!! ამას ქართველი არ გააკეთებს ვისაც მისი სამშობლო უყვარს!!! გასაგებია "ქალბატონო" სანდრა!?
10 ოქტომბერი 2016 16:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი