ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
14-10-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

 

"პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ საქართველოს დედა ეკლესიის დღესასწაული - სვეტიცხოვლობა. ხსენება საუფლო კვართისა და ღვთვივბრწყინვალე მირონმდინარე სვეტისა.

 

 

სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს მძიმე საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რაც ხდება სოფელ მოხეში მდებარე სადაო შენობაში, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

 

 

როგორც იცით, ამ სადაო შენობასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც ორი წელია მუშაობს და მისი მუშაობის შედეგია, რომ სოფელში არის სიმშვიდე და მოსახლეობაში აღდგა ნორმალური ურთიერთობა.

 

 

სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადაო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში.

 

 

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვემშვიდებინა ჩვენი მრევლი, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი. საქმის კურსში ჩავაყენეთ ხელისუფლება მომხდარი ინცინდენტის გამო.

 

 

ვესაუბრეთ ჯავახეთის მუფტს და ვთხოვეთ სიტუაციაში გარკვევა და აღკვეთა იმ თვითნებური ქმედებებისა, რომელმაც შეიძლება კვლავ დაძაბოს სიტუაცია. თუმცა ფაქტი კვლავ განმეორდა.

 

 

გუშინ ჩამობრძანდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუფტის მოადგილე ბატონი ადამი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადიგენის გამგეობაში, რომელსაც ესწრებოდა არსებული კომისიის წევრების დიდი ნაწილი; სახელმწიფოს მხრიდან _ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუსულმანების მხრიდან საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი. მართლმადიდებელთა მხრიდან _ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი.

 

 

მუსულმანურმა მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ეს ადამიანები თვითნებურად შევიდნენ სადაო შენობაში.

 

 

გამგეობაში შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი წავიდნენ მოხეში, სადაც შეხვდნენ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი შეეწყვიტათ თვითნებური ქმედებები სადაო შენობაში და კომისიას მიეცეს საშუალება გააგრძელოს მუშაობა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სოფელში.

 

 

ამის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ, ზარზმის მონასტერში შევხვდით მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ისინი აღშფოთებულნი არიან მომხდართან დაკავშირებით და შევეცადეთ მათ დამშვიდებას.

 

 

მიუხედავად ჩვენი ზემოთ აღნიშნული ყოველგვარი მცედლობისა სიტუაცის სტაბილიზაციისათვის, სოფ. მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადაო შენობაში.

 

 

მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

 

 

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

 

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადაო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.

 

 

ასევე, მოვუწოდებ მართლმადიდებელ მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. და ბოლოს, მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება",- ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი