ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
17-10-2016, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016“-ის გამარჯვებულები დაასახელეს. გამარჯვებულებს მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ხოხბის ქანდაკება და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

 


ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, ესწრებოდა.

 


თბილისის მერიის ცნობით, კონკურსი დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივით 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანია ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ - შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ჯილდოებიც სწორედ ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანებს გადაეცათ.

 


კონკურსის „თბილისი 2016“-ის წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ ფინალისტები კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან გამოავლინა და თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელა.

 


წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები - კვირტია აქვსენტი (ბაჩო) – „ბამბის ნამცეცი“.

 


წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები - დანელია ბართლომე (ბათუ) - „თოვლის მეფე“.

 

 


წლის საუკეთესო ესსე („ჩემი ვეფხისტყაოსანი“ - სკოლის მოსწავლეთათვის) - ბუდაღაშვილი ლიზი - „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“.

 


წლის საუკეთესო სიმღერა - ჩაჩავა ნინო - „ჩვენ მოვდივართ“.

 


წლის საუკეთესო ფერწერა - შხვაცაბაია ლილი - „შეხვედრა ოაზისში“.

 


წლის საუკეთესო ქანდაკება - ზაქარაია გენადი.

 


წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება - ბენდელიანი სალომე - „მიტოვებული სახლი“.

 


წლის საუკეთესო არქიტექტურა - მოსულიშვილი გიორგი - „არქიტექტურული ოფისი ჭონქაძეზე“.

 


ასევე, თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სპეციალური პრიზი გადასცეს მარიკა კვალიაშვილს.

 


დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ჟურნალ „ცისკარის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ავტორების ნამუშევრებია დაბეჭდილი.

 


ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამინისტროს, შემოქმედებითი ორგანიზაციების, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, ლიტერატორები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი