პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო
19-10-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

 


"პროგრამის მეორე ეტაპზე მკურნალობაში 680 პატიმარი ერთვება, მათ შორის N2 პენიტენციური დაწესებულებიდან 50 ბენეფიციარი, N3 დაწესებულება - 9; N5 დაწესებულება - 13; N6 დაწესებულება - 35; N7 დაწესებულება - 8; N8 დაწესებულებიდან - 55; N12 დაწესებულება - 22 პატიმარი; N14 დაწესებულება -115; N15 დაწესებულება -150; N16 დაწესებულება - 8; N17 დაწესებულება - 187 მსჯავრდებული და N18 დაწესებულებიდან - 7. ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, მკურნალობაში ჩართულ პატიმართა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება.

 


C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი პროგრამით გათვალისწინებულ ანტივირუსულ მკურნალობაში ყველა პატიმრის ეტაპობრივად ჩართვას გულისხმობს, განურჩევლად ღვიძლის ფიბროზის (დაზიანების) ხარისხისა. 2016 წლიდან პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტით - „ჰარვონით“. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან C ჰეპატიტით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების მკურნალობა ასევე ახალი მედიკამენტით - „სოფოსბუვირით“ დაიწყო. სულ 2014-2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, C ჰეპატიტზე სკრინინგი 17 237 პატიმარს ჩაუტარდა; მკურნალობის კურსში 710 მსჯავრდებული/ბრალდებული ჩაერთო. მკურნალობა წარმატებით დაასრულა 557 პატიმარმა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   jonatan
      
http://www.blogster.com/sesxebi-ge/finances-and-loans-in-georgia
საინტერესოა რაღაც ამ საიტზე წავიკითხე მსგავსი სიტუაცია
8 დეკემბერი 2016 04:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი