კლინიკებში ინფექციების კონტროლის განმეორებითი მონიტორინგი დაიწყო
19-10-2016, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დღეს, ინგოროყვას კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგის პროცესს დააკვირდა.

 

 

მინისტრის მოადგილემ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მართვის სისტემის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თუმცა მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში უწყება იტოვებს უფლებას, იმსჯელოს იმ ქმედებების მასშტაბებზე, რაც უნდა განხორციელდეს კლინიკების მიმართ“, - აღნიშნა ნინო ბერძულმა.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის მასშტაბით ათ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლს მონიტორთა ჯგუფები განმეორებით აფასებენ. პირველ ეტაპზე, კონტროლი ამ მიმართულებით თბილისის 10 კლინიკაში, 6 თვის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც დაწესებულებებს შესასრულებელი მოთხოვნები წარედგინათ. ამ ეტაპზე კი გაცემული რეკომენდაციების შესრულება ფასდება. თითოეულ კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგი ორ დღეს გაგრძელდება, შემოწმება ოქტომბრის ბოლოს ათივე სამედიცინო დაწესებულებაში დასრულდება, რის შემდეგაც შედეგები დამუშავდება და 10 ნოემბრისთვის ანალიზი მომზადდება. შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცემა და კლინიკებს შესასრულებლად მიეწოდება.

 

 

ინფექციების კონტროლის მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორთა ჯგუფი სტაციონარული დაწესებულების გარემოს, დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტს, წყალმომარაგების სისტემას, სათავსების სისუფთავეს, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს. ინფექციების კონტროლის სისტემის შეფასება კი დეზინფექცია-სტერილიზაციის, ხელების ჰიგიენის, პერსონალის ჯანმრთელობის, უსაფრთხო ინექციების პრაქტიკისა და ანტიბიოტიკების გამოყენების პოლიტიკის მიმართულებით ხდება.

 

 

თბილისის შემდეგ, ნოემბრიდან ინფექციების კონტროლის მონიტორინგის პირველი ეტაპი რეგიონებში დაიწყება. საქართველოს მასშტაბით, მონიტორები 35 სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი