2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სამზადისს საქართველოში მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფი ეცნობა
19-10-2016, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პირველ მოადგილესთან, აკაკი ლოდიასთან და საქართველოს რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრთან, ბაჩო ხურციძესთან ერთად, მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორ საიმონ ქიბლის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მსოფლიო რაგბის კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელს, მოედნების საფარის სპეციალისტს, ჩარლზ ჰენდერსონს შეხვდა.

 


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში რამდენიმე დღიან ვიზიტად იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი 2017 წლის ახალგაზრდული (20 წლამდელთა) მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის, ასევე თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროცესის გაცნობაა.

 


2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის თბილისსა და ქუთაისში რაგბის 10 ახალი მოედანი უნდა აშენდეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწვრთნელ პროცესს გაივლიან. მინისტრთან შეხვედრაზე საუბარის მთავარი თემა სწორედ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამზადისი და ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესრულება იყო.

 


20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. თბილისსა და ქუთაისში 3 ქვეჯგუფში გადანაწილებული მსოფლის 12 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

 


ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

 

 

"მსოფლიო რაგბის ინსპექტირების წარმომადგენლებთან მსგავსი სამუშაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ექპერტებს ინფრასტრუქტურის და ასევე ტურნირების ორგანიზების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ რჩევებს, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ.

 

 

მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება ჩვენც დაგვიგროვდა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. საქართველოში რაგბის სამომავლო განვითარებისათვის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი